ანანურის ეკლესიასთან ტრაილერი სავაჭრო ჯიხურებს დაეჯახა - დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

გამოქვეყნდა:

ანანურში, ეკლესიის მახლობლად მდგომ ჯიხურებს სატვირთო ტრაილერი დაეჯახა და შეჯახების დროს გადაბრუნდა. შსს-ს დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი. 

ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, მესამე დაზარალებული, ქალბატონი, რომელიც საპირფარეშო ჯიხურში მუშაობდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი