
ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე ყვება, რომ გუშინ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც გასროლის ხმა გაიგეს და სახურავიდან მის ვერანდაზე ტყვია შევარდა. მისივე თქმით, ანასხლეტი მის 12 წლის შვილს მოხვდა, რომელსაც დაბეჟილობა აქვს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ზედა სართულზე ცხოვრობს პოლიციელი, რომელსაც, შესაძლოა იარაღიდან გაესროლა.
"როგორ პოლიცია მეუბნება ზღვიდან შეიძლება გადმოვარდნილიყო ტყვია, მეუბნება, რომ შეიძლება თემქიდან, ან გვერდით კორპუსებიდან აფრინდა ტყვია და მერე პირდაპირ ჩემ სახურავზე ჩამოვარდა, მართლა ასეთ ვერსიას მეუბნებიან. ეჭვები არიას, რომ ახლომდებარე მეზობლისგან, ან საიდანმე მოხდა. მეზობელი, რომელიც ჩემ ზემოთ ცხოვრობს და პოლიციელია, მოხდა მასთან დაკავშირება კორპუსის თავმჯდომარემ მითხრა, სანამ პოლიციასთან ექნებოდა კონტაქტი მას თავად, მითხრა, რომ დილით, 12 საათისთვის ნახა ეს ადამიანი ფოტოც ვანახე ნამდვილად ეს პოლიციელი ნახა თუ არა და დამიდასტურა, რომ ეს ადამიანი 12 საათზე სახლში მოვიდა და ლიფტით ამოვიდა. საღამოს, შეცვალა და დღეს მეუბნება, რომ შეეშალა და სხვა პოლიციელი იყო და ეს არ იყო, ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სახურავზე იყო გამოირიცხა, იმიტომ რომ ალბათ ერთი წუთის ინტერვალში ყველა ეგ ადგილი მოვინახულე და არსად არავინ არ იყო", - ამბობს ჩაფიჩაძე.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.