კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა | ნინო კუხალაშვილი

გამოქვეყნდა:

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ბუნუნაია დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ კინოცენტრის მოქმედი, თუმცა 12 ივლისიდან გათავისუფლებული, დირექტორის მოადგილე, ნინო კუხალაშვილი ავრცელებს. 

წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რო ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორე ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად ,,გაიმართა”, - წერს ნინო კუხალაშვილი.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი