ავტოსაგზაო შემთხვევა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველები გვიყვებიან, რომ ავარიის შედეგად დედა და ორი ბავშვი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოსახლეობის თქმით, მიზეზი გაუმართავი საგზაო სისტემაა. ტერიტორიაზე არ არის არც შუქნიშანი, არც ზებრა გადასასვლელი, რის გამოც ამ ადგილას ავარიები ხშირია. მათი თქმით, თბილისის მერიას ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მთვრალ მდგომარეობაში, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.