"ნებისმიერ ფორმას გამოვიყენებ რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად" - ქალი, რომელმაც "ოცნებას" თავზე რუბლები დააყარა

გამოქვეყნდა:

"რაც სათქმელი მქონდა ვთქვი. ნებისმიერ ფორმას გამოვიყენებ რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად" - ამ სიტყვებით დატოვა პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქალმა, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები თავზე გადააყარა და სასესიო დარბაზში, საპროტესტო ბანერი გამოფინა.

ამის შემდეგ მას დარბაზი პაპუაშვილის ბრძნებით მანდატურებმა დაატოვებინეს, სხდომაზე კი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, დაპირისპირება დაიწყო. "ოცნების" წევრები მომხდარმა წყობიდან გამოიყვანა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი.

  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი