კამერები გაიყვანეს და მამუკა აბლატავდა. უტყდებათ რუსებს რომ ვეძახით. - წერს ანმ-ის დეპუტატი ანი წითლიძე და სასესიო დარბაზიდან ვიდეოს აქვეყნებს.
"დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ" - ამბობს მდინარაძე, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა "რუსი" ეძახეს, პასუხად კი მდინარაძემ მათ "მოღალატეები" უწოდა.
შეგახსენებთ, პარლამენტში შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქემ რუბლები გადმოაყარა, რამაც დარბაზში დაპირისპირება გამოიწვია.