
ბათუმში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ. წამყვანი ყვება, რომ კაცმა სამსახურთან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციას თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა ის ჯერ დაკავებული არაა.
"დილის გადაცემა დასრულდა თუ არა შემატყობინა დაცვამ, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა. გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი, ზოგადად ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრს ვიცნობ და მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი მის მიმართ. მოგიტანე წიგნი საჩუქრადო, გავედი და შემდეგ მოხდა უკვე, თმებზე ჩამაფრინდა ასე რომ ვთქვათ, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო, ისროდა, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომ არ უნდა დავბადებულიყავი", - ყვება ფარტენაძე.
ჟურნალისტი პოლიციამ გამოკითხა, მას ექსპერტიზა უტარდება.