სისხლიანი გარჩევა სამეგრელოში - ექიმების ინფორმაციით, მეზობლის მიერ დაჭრილი, 39 წლის გიზო მიქავა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შემთხვევა წალენჯიხის სოფელ ოჭანეში, ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეზობელმა გიზო მიქავას ყოფითი მიზეზის გამო დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, ხელნაკეთი, ნაგანის ტიპის იარაღით ესროლა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უკეთდება.
დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა.
ავტორი: ემა გოგოხია