ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გურამიშვილის გამზირზე ავარიას სამი პირი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.