სროლა თბილისის ცენტრში | რა მოხდა პეკინისა და საბურთალოს ქუჩების კვეთაზე - ვერსიები და ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

კვლავ სროლა იყო ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში. პეკინისა და საბურთალოს ქუჩების კვეთაზე ამ დრომდე ძალოვანები არიან მობილიზებული.

შეიარაღებულ ინციდენტს თვითმხილვეები არ ჰყავს. რამდენიმე მოქალაქემ მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო. ერთი ვერსიით, მოქალაქემ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგო, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ადგილზე გასროლის ხმა სამჯერ გაისმა. არსებული ინფორმაციით, ტყვია თბილისის მერიის მანქანას მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები პირის იდენტიფიცირებისთვის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი