წამება და გაუპატიურება გლდანის ციხეში

გამოქვეყნდა:

ციხის კარი ყოფილი პატიმრისთვის ზუსტად ერთი თვის წინ გაიხსნა. გლდანის მერვე დაწესებულების დატოვების შემდეგ კი ყოფილმა მსჯავრდებულმა სისტემის მხილება გადაწყვიტა. პირი, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ, დეტალურად საუბრობს, რა გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფა მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პრობლემები ციხის შესასვლელიდანვე იწყება, ადმინისტრაციის თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებაში ახალმისულებს სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან.

ყოფილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. როგორც თავად გვიყვება მძიმე დიაგნოზს ებრძვის. მისი დიაგნოზის შესახებ იცოდნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, თუმცა მის წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდებოდა. მის სხეულზე დაზიანებები ახლაც, რამდენიმე თვის შემდეგაც მარტივი აღსაქმელია. ციხეში სიტუაცია გაუსაძლისი კი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება ჩაიკეტა. როგორც თავად იხსენებს, ამის შემდეგ პატიმრებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო.

ყოფილი პატიმარი გვიყვება,რომ ციხე დაყოფილია ორ ნაწილად - ე.წ. კაი ბიჭებისა და ე.წ. ქათმების კორპუსად .ე.წ კაი ბიჭების ფლიგელში მოთავსებული არიან კრიმინალური ავტორიტეტები, ვინც ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ადგილზე სიტუაციას ალაგებენ. პატიმარი იხსენებს, რომ გაუსაძლისი პირობების და არაადამიანური მოპყრობის გამო არაერთ პატიმარს მიუყენებია თვითდაზიანებები, თუმცა ადმინისტრაციას ფაქტი არათუ გამოუკვლევია, არამედ მათი დამამცირებელი მოპყრობა იყო ხშირ შემთხვევაში პატიმრის სუიციდამდე მიყვანის მიზეზი.

არაფორმალური გავლენები და კრიმინალური სუბკულტურა რომ პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთი მთავარი პრობლემააამაზე სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშიც ბევრი წერია. ომბუდსმენის მიერ მომზადებულ არაერთ კვლევაში იკვეთება, რომ ციხეში პატიმართა შორის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 

ხელისუფლებაში ე.წ ცოცხების კადრებით მოსული "ქართული ოცნება" ახლა თავად ახალისებს ძალადობას - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომმ ციხეებში კრიმინალების გავლენები და არაადამიანური მოპყრობა ხელიუფლების კრიმინალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 

პატიმრის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მოკვლევა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ახლა მთავარია დროულად გამოკვეთოს უწყებამ კონკრეტული თნამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან ყოფილი პატიმრის ტელეფონზე ამ დრომდე შემოდის მუქარის ზარები და მას სიცოცხლის მოსპობით ციხის ადმინისტრაციიდან ემუქრებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი