
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული, ი.ც. თბილისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი, ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.