"ორფოლოს პოლიგონზე მეხი საარტილერიო ბატალიონის მეთაურს დაეცა... მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" | თავდაცვის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურისთვის მეხის დაცემას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება. უწყება წერს, რომ მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს, მეხი, თავდაცვის ძალების დასავლეთის 
სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს დაეცა. 

უწყების ცნობითვე, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

„პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია”, - წერს სამინისტრო.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი