
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
გადადების მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიის წევრის, ლია ორკოდაშვილის პენსიაში გასვლაა. კოლეგიის მესამე წევრი ახლა ხელახლა უნდა აირჩიონ.
უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა. როგორც ცნობილია, სხდომაზე დასწრება სურდა მიხეილ სააკაშვილს.
"აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას" - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა 18 ივნისს.
16 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ყველა "სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შეძლებს.