ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს, სოსო მაისურაძეს მოსამართლე დავით მაკარიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო, მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

ფოტო: qartli.ge

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი