სასამართლომ გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-დან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-დან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ადვოკატის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსთავი2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რ2-ის გენერალურმა დირექტორმა  პაატა სალიამ მოქმედი მფლობელისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები გაათავისუფლა, მათ შორის იყო გიორგი გაბუნიაც, რომელიც იმ დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა.

[ფოტო: ზაქარია ჭელიძე]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი