
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც" - წერია განცხადებაში.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ „გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
იხილეთ ასევე: