სკანდალური ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, სასულიერო პირს ალფა პი-ვი-პი აღმოუჩინეს. მისი დაკავების ოპერაცია ვაკის პოლიციამ გუშინ გვიან ღამით ჩაატარა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა მამა ნერსე 5 დღეა არც ეკლესიაში და არც სახლში არ გამოჩენილა.