ავოტსაგზაო შემთხვევა კახეთში - შემთხვევა სოფელ კაჭრეთში, ცოტა ხნის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შემდეგაც ქვეითი დაიღუპა.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.