საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და  2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და მათგან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 216 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 996;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 166;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 203,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი