
ლაზარე გრიგორიადისის მამა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო წვრილმან ხულიგნობაში და 800 ლარით დააჯარიმა.
ბექა გრიგორიადისს, 3 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოთქმულზე დაყრდნობით, პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, ის წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია.
ამ წუთებში სასამართლოსთან შეკრებილი არიან ბექა და ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები, თავად ბექა გრიგორიადისს კი პროტესტის ნიშნად, პირი და ცალი თვალი აქვს ამოკერილი. დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესიც გაიმართება, რომელზეც მტკიცებულებები ამჯერად ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს. მოწმის რანგში დაიკითხებიან შსს-ის თანამშრომლები.