ვინც დაკავებულია კლავიატურის კაკუნით, მობრძანდეს ჩემ სახლთან და გავცემ პასუხს - გიორგი ბაჩალიაშვილი

გამოქვეყნდა:

ვინც დაკავებულია კლავიატურის კაკუნით, მობრძანდეს ჩემ სახლთან, დამიკაკუნოს და გავცემ სათანადო პასუხს - ასე ეხმაურება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმა, ბოლო დროს მათი ოჯახის მისამართით გავრცელებულ ჭორებს.

გიორგი ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახი წინააღმდეგ მიზანმიმართულად ავრცელებენ ჭორებს:

მინდა მივმართო ყველა ადმიანს, თუ არაადამიანს ვინც დაკავებულია ჩემი, მამაჩემის და დედაჩემის, ჩემი ღირსების შელახვით და მინდა მივმართო ყველას რომ ჩემს დასთან ერთად ვიზრდებოდი 21 წელი. არც მამაჩემის სიყვარული მოგვკლებია, არც დედაჩემის. ვინც დაკავებულია კლავიატურის კაკუნით მობრძანდეს ჩემ სახლთან, დამიკაკუნოს კარებზე და გავცემ სათანადო პასუხს - ამბობს გიორგი ბაჩალიაშვილი.

​ეს განცხადება მან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გააკეთა, სადაც ოჯახი და ადვოკატი დღეს თამარის პირადი მობილური ტელეფონის გახსნის პროცედურას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ტელეფონი მათ ბიუროში უკვე გახსნილი დახვდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი