სასამართლო კლანი უკიდურესად სახიფათო პრეცენდენტს ამკვიდრებს. სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო ხალხი კანონის სახელით ისჯება. რუსული კანონის გაპროტესტების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა დაჯარიმებულია, მოსამართლემ ბექა გრიგორიადისი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაზიარებული პოსტის გამო წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ სცნო. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო კლანის მართული მოსამართლეები კანონს, ხალხისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იყენებენ.