
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრალდებული პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღით - ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს (სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში)," - ნათქვამია განცხადებაში.