კახეთში შვილმა დედა მოკლა

გამოქვეყნდა:

კახეთში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ცოტა ხნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც  შვილმა  დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენა.  

მეზობლების თქმით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა არ იციან რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი