საგარეჯოში დედის მკვლელობისთვის პოლიციამ 50 წლის ქალი დააკავა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში დედის მკვლელობაში 50 წლის ქალია ბრალდებული. პოლიციამ ის უკვე დააკავა.

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით, მუცლისა და ყელის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც დედა-შვილს შორის ხშირი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დანაშაულის მოტივი უცნობია.  

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი