სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, ჯავახიშვილის 9 ნომერში, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 40 წლამდე კაცი დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკის შეძენა- შენახვა- გასაღებას ედავებიან.
ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას კი არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 16 წლის არასრულწლოვანი. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციას ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები არ ამოუღია და გაუგებარია რა მოტივით აიყვანეს მოზარდი.
სპეცოპერაცია ჩატარდა გორშიც. დეტალებზე ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.