ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა

გამოქვეყნდა:

სერგეი ლავროვის  ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.

გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლიკა ბოკერიამ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო სხდომაზე ორივე მხარემ საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები წარადგინა, თუმცა  სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაში ბრალდებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის მიმართ,  საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

შეგახსენებთ, აქტივისტები,  ფარულავა და ლომიძე, სამართალდამცავებმა 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით  დააკავეს.

ორივე პირს,  ლავროვის ქალიშვილის ოჯახის წევრების საქართველოში ქორწილს აპროტესტებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობასა  და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი