"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ადვოკატთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. დღეს მას გამომძიებელი დაუკავშირდა და სავარაუდოა, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

ასევე უნდა ჩატარდეს თავდამსხმელის ამოცნობის პროცედურაც. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიშა მშვილდაძეს წვდომა ექნება მასზე თავდასხმის საქმის მასალებზე, მათ შორის "კარფურის" კამერის ჩანაწერებზეც.

შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს საბურთალოზე დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელი დაკავებულია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი