პროკურატურამ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.       

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია ''ფორმულას'' ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა ( ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.) 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.'' - აცხადებენ პროკურატურაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი