
ქუთაისში, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა, - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ განაჩენის მიხედვით, კაცი 12 წლის მოზარდთან სქესობრივ კავშირს თავის სახლში ამყარებდა. მას მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ეს, როგორც განაჩენში წერია "ჩაეთვალა პირობით, 4 წლით გამოსაცდელ ვადად".
"დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება", - წერს განაჩენში მოსამართლე, რომელიც მან 2021 წლის 9 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოიტანა.