პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიჭი რამდენიმე პოლიციელს ხელში აყვანილი მიჰყავს და მანქანაში ძალით სვამს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი.
პარლამენტთან აქცია "შეაწუხე ირაყლი" მიმდინარეობს. მოქალაქეები პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშს წარადგენს შეძახილებითა და ბანერებით დახვდნენ.