სპეცრაზმი ახალქალაქში - კულიკამის მოსახლეობამ 4 სახლი და სასტუმრო დაწვა

გამოქვეყნდა:

სპეცრაზმი და ათობით სახანძრო სამაშველო ჯგუფი ახალქალაქის ქუჩებში. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რასაც ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ქალაქში დაპირისპირება გამწვავდა.

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქში იმ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ჩავიდა, საიდანაც გარდაცვლილი პირია. სოფელ კულიკამის მოსახლეობა ამ წუთებშიც ახალქალაქში იმყოფება,
დაპირისპირებამ კი ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. მათ მაშტოცის ქუჩაზე 2 ​​საცხოვრებელი სახლი დაწვეს. ცეცხლი წაუკიდეს ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც. 

ადგილზე იმყოფება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და მობილიზებულია რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით. ახალქალაქში მეზობელი სოფლებიდან რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძროები ამ დრომდე გადაჰყავთ. 

ახალქალაქში სროლა დაახლოებით 19:00 საათიდან დაიწყო. ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ახალქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი დაჭრილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი