უკრაინამ Georgian Airways-ის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს პერსონალური სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways-ის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს პერონალური სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაიაშვილთან ერთად სიაშია 189 რუსეთის და 2 ბელარუსის მოქალაქეც.

შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა Georgian Airways-იც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინამ თამაზ და დავით გაიაშვილები, "ჯორჯიან ეარვეისი" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

შეგახსენებთ, პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. გარდა ამისა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რო ავიაკომპანია რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტული რეისების შესრულებას იწყებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი