სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში. ბოლო ერთი საათია, სროლის ხმა ისმის ჯავახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს.
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა. სოფლის მოსახლება ახალქალაქშია ჩასული, დაპირისპირებამ კი, ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. ადგილზე მობილიზებულია რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით, მეზობელი სოფლებიდან გადაჰყავთ რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძროები.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.