ვის დაუდევრობას ემსხვერპლა ვაკის პარკში 13 წლის მოზარდი? ამ კითხვაზე პასუხი ისევ ბუნდოვანია. სასამართლო უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საქმეზე 9 პირია დაკავებული, თუმცა დანაშაულს არც ერთი მათგანი არ აღიარებს. გამოძიება კი სრულ პასუხისმგებლობას შადრევნის პროექტზე სამუშაოების შემსრულებლებს აკისრებს.
ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პროკურატურას არ აქვს მყარი მტკიცებულებები. ნინო გიგაური ესაუბრა ადვოკატებს და რეპორტაჟიდან გავიგებთ, როგორია მათი მოლოდინი იმ განაჩენზე, რომლსაც სასამართლო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.