
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 56 174 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის მინიმუმ 4 997 929 დადასტურებული შემთხვევაა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს ქვეყნებს შორის.
ჯონ ჰოპკინსის თანახმად, ბოლო 24 საათში 1 076 კორონავირუსით ინფიცირებული გარდაიცავალა; ჯამში - გარდაცვლილთა რაოდენობა 162 423-ია.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 20 მილიონს უახლოვდება და 19 648 084-ია.