ტყიბულში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გამოქვეყნდა:

ტყიბულში, გუშინ, 8 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. იგი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქალაქის შესასვლელში ჩასაფრებულმა ადამიანებმა ცეცხლი გაუხსნეს. 

დაღუპული ზაურ სოფრომაძეა, იგი წარმოშობით თერჯოლის რიონის სოფელ რუფოთიდანაა. 

არსებული ინფორმაციით, სოფრომაძეს მისივე თანასოფელმა ესროლა, რომელთანაც მას ადრე კონფლიქტი ჰქონდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი