
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინიფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 134 შემთხვევაა დადასტურებული, 3 პაციენტი გარდაცვლილია. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მთვარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ადამიანები არიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 აგვისტოს მონაცემებით 1 125 ადამიანია, აქედან გამოჯანმრთელდა 1 000, ხოლო გარდაიცვალა 17 ადამიანი.
მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 20 მილიონს უახლოვდება.