ჭიათურაში 9 აგვისტოს, გამთენიისას ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა ფული წაიღეს, არსებული ინფორმაციით თანხა რამდენიმე ასეულ ლარს არ აღემატება. "მთავარი არხის" მოპოვებული ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ აიძულებენ თავდამსხმელები ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს, მათ ფული მისცენ და ფაქტი არ გაახმაურონ.
ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამოღებულია მასალები ვიდეოკამერებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.