
გორში, ვოლოგდის დასახლებაში ჯერ არგახსნილი სუპერმარკეტი გაქურდეს, - ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ მაღაზიიდან სიგარეტები და საკვები პროდუქტები წაიღეს. მაღაზიაში კამერები ჯერ არ იყო დამონტაჟებული.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.