
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, 9 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია, ხოლო 2 სამედიცინო პერსონალია. გამყრელიძემ ამ თემაზე განმარტება ინტერპრესნიუსთან გააკეთა.
მისი განცხადებით, 9 ახალი შემთხვევიდან ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერია, 3 ინფიცირებულთან კონტაქტი, 2 სამედიცინო პერსონალი, 2 იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო 1-ის წყაროს დასადგენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევი მიმდინარეობს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფიცირებული მედპერსონალიდან 1 რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.