პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ. მწვრთნელს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
"ეს წუთია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.
ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. - წერს ორგანიზაცია