გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოავლინდა. უწყების ინფორმაციით, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11, ქვემო ქართლში - 9, მცხეთა-მთიანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში უკანონოდ მოპოვებული 1 000 მ3-ზე მეტი ხე-ტყე ამოიღეს, ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.