გვავიწროებდა სექსუალურად, ფსიქოლოგიურად, იმდენად პატარები ვიყავით, ვერ ვიღებდით ხმას - "მართვეს" ფეხბურთელი

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ერთ-ერთი ფეხბურთელი "მთავარ არხთან" ყვება, რომ წლების განმავლობაში მწვრთნელი, პაატა დოგრაშვილი ქალ მოთამაშეებს სექსუალურად ავიწროებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

სასამართლომ საქმეზე 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბისა და მისი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან.

"გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გვავიწროებდა სექსუალურადაც, ფსიქოლოგიურადაც. იყო ფაქტები გასახდელში უნებართვოდ შემოსვლები. ფსიქოლოგიური ზეწოლები, გვექცეოდა ცუდად, შეურაცხყოფას გვაყენებდა სიტყვიერად. თამაშებზე გასულს ცუდ სიტყვებს გვეძახდა ამდენ ხალხში და ასე შემდეგ. მაშინ ვიყავით ძალიან პატარები, როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა. გრძელდებოდა დიდობაშიც, მაგრამ იმდენად პატარები ვიყავით და იმდენად არ ვიცოდით ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა, ვერ ვიღებდით ხმას", - ყვება ანა ჯანელიძე, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" წევრი. 

უფლებადამცველი, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არასრულწლოვნობის ასაკში იყო დაწყებული სექსუალური შევიწროებისა და შევიწროების ფაქტების განხორციელება. 

ის ამბობს, რომ სარჩელი მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხში არ დაკმაყოფილდა, რასაც ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი