ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში - დაშავდა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. დაშავდა სამი ადამიანი.

სასწრაფომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი