პროკურატურის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

პროკურატურის განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ ინვესტორთან ერთად შექმნილი ბიტკოინების ქარხნიდან გამომუშავებულ კრიპტოვალუტას ბაჩიაშვილი ითვისებდა და ინვესტორს კუთვნილ წილს არ აძლევდა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს ინვესტორი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ სფეროში სოლიდურ კაპიტალს აბანდებდა. 

პროკურატურის მტკიცებით მითვისებული თანხა 40 მლნ დოლარამდეა, რომლის გადაქაჩვა უძრავ ქონებაში და სხვადასხვა აქტივებში ხდებოდა. 

"ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სრულად

გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდს, 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ფონდი 
ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ბაჩიაშვილმა 2019 წელს დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი