თბილისის საქალაქო სასამართლოში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი იწყება. სხდომას ბრალდებულიც ესწრება, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.