პროკურატურა ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისებას ედავება

გამოქვეყნდა:

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

ამის შესახებ პროცესზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია დაცვის მხარის პოზიცია.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი