სკანდალი, რომელიც 40 მილიონი დოლარის მოპარვას უკავშირდება დღეს გახმაურდა. გიორგი ბაჩიაშვილს გამოძიება კრიპტოვალუტით ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონების მითვისებაში ადანაშაულებს. სწორედ ბაჩიაშვილი იყო ის პირი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ოლიგარქის საპარტნიორო ფონდს და ამ ფონდის გავლით დაკავშირებული იყო ასევე ივანიშვილის საკუთრებაში მყოფ ეგრეთ წოდებულ ბიტკოინების ქარხანასთან.
ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 2.5 მილიონიანი გირაო შეუფარდა. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც.
პროკურატურა აღკვეთის სახით 3 მილიონი ლარის გირაოს ითხოვდა.